ლიბიის აეროპორტზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:15 | 16.01.2018
ნანახია: 847

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის მიტიგის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. დაჭრილია კიდევ 60 ადამიანი.

მედიის ცნობით, შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა მიტიგის საერთაშორისო აეროპორტს. მისი მუშაობა დროებით შეჩერებულია. იერიში იარაღის სხვადასხვა სახეობის მეშვეობით განხორციელდა. შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუირება დროულად მოხდა.

ტელეარხ Sky News Arabia-ს ცნობით, შეტაკება ორ ფორმირებას შორის მოხდა, რომლებიც ტრიპოლში ეროვნული თანხმობის მთავრობისადმი ლოიალურად არიან განწყობილნი.

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა ტრიპოლში 2016 წელს გაეროს ძალისხმევით შეიქმნა. მან ქვეყნის აღმოსავლეთით ხელისუფლებისა და ეროვნული არმიის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ამიტომ იძულებული გახდა სხვადასხვა ადგილობრივ შეიარაღებულ ფორმირებებთან ეთანამშრომლა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე