კალიფორნიაში, ცოლ-ქმარს 13 შვილი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული

საქართველო, თბილისი - 10:00 | 16.01.2018
ნანახია: 1147

კალიფორნიაში პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, რომელთაც  13 შვილი ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული. BBC - ინფორმაციით, მათი ასაკი 2-იდან 29-წლამდეა.

პოლიციის ინფორმაციით, 14 იანვრის დილას 10 წლის გოგო სახლიდან გაიქცა და პოლიციაში დარეკა. მან შეატყობინა სამართალდამცველებს, რომ მშობლებს სახლში მისი 12 და-ძმას ჯაჭვით ჰყავთ დაბმული. რამდენიმე მათგანი საწოლზე იყო მიჯაჭვული, ბნელ და ბინძურ ოთახებში. სავარაუდოდ, ისინი ცუდად იკვებებოდნენ. 

პოლიციამ 57 წლის დევიდ ალენ ტურპინი და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინი დააკავა. ისინი წამებასა და ბავშვთა მიმართ ძალადობაში არიან ეჭვმიტანილნი. როგორც ადგილობრივმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, დაკავებულებმა ვერ მოახერხეს იმის ახსნა, რატომ ჰყავდათ შვილები ასეთ მდგომარეობაში. 

ძალადობის 13-ვე მსხვერპლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე