შვილმა დედა კომპიუტერულ თამაშებში ხელის შეშლისთვის მოკლა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 15.01.2018
ნანახია: 804

აშშ-ში 28 წლის მეთიუ ნიკოლსონმა დედა მას შემდეგ მოკლა, რაც მან კომპიუტერულ თამაშებში ხელი შეუშალა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

პოლიციელთა თქმით, 68 წლის ქალი შვილის ოთახში შევიდა, რადგან იქიდან საშიში ხმები შემოესმა.

მამაკაცი ძალიან გაბრაზდა, სიბრაზეში ყურსასმენები შემოემტვრა, რაშიც დედა დაადანაშაულა. ამის შემდეგ ჩხუბი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველთა თქმით, შვილი დედას ემუქრებოდა, რომ მასაც მოკლავდა და მამასაც.  შემდეგ ნიკოლსონმა პისტოლეტი აიღო და დედას სამჯერ ესროლა, ტყვია ქალს თავში მოხვდა.

ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამაკაცი 81 წლის მამის მოკვლასაც შეეცადა. თუმცა მოხუცმა შვილს იარაღი ხელიდან გამოგლიჯა.

ამის შემდეგ მეთიუ დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ხნის შედეგ ის პოლიციამ დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე