უწყინარი ხუმრობა თუ რასისტული შეურაცხყოფა - ქართველ ფეხბურთელს რასიზმში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 15:09 | 15.01.2018
ნანახია: 2435

უწყინარი ხუმრობა თუ რასისტული შეურაცხყოფა? ფიფა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები სპარტაკის ნახევარმცველის, გიორგი ჯიქიას ვიდეოს სწავლობენ, სადაც ის თავის ფერადკანიან თანაგუნდელებს „შოკოლადებად“ მოიხსენიებს. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ქმედება და აღნიშნა, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ეს საქმე უნდა გამოიძიოს.

უფლებათადამცველი ორგანიზაციების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის  და რასიზმის გამო საფეხბურთო კლუბ „სპარტაკს“ ადრეც უჩივლეს.

კლუბში კი აცხადებენ, რომ  ფეხბურთელს არავის წყენინება არ უნდოდა და ეს უბრალოდ უწყინარი ხუმრობა იყო.

„სპარტაკის“  „ტვიტერის“ გვერდზე ვიდეოც დაიდო. ბრაზილიელი ფეხბურთელები ამბობენ, რომ „სპარტაკი მეგობრული ოჯახია და გუნდში რასიზმი არ არის”. გიორგი ჯიქია რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ირიცხება.

როგორც ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ რუსულ მედიას განუცხადა, მან საქართველოს ნაკრებს რუსეთის ნაკრებში თამაში არჩია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე