ოთარ აბესაძე გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 14:12 | 15.01.2018
ნანახია: 961

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

როგორც პროცესის დაწყებამდე მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარადგენდა.

„სასამართლოს წინაშე ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარვადგენთ, რომელიც წინა დასკვნებისგან განსხვავდება და უფრო მძიმე შედეგის მაჩვენებელია. ჩვენ სამართლიანი სასამართლოს იმედი გვაქვს, ამავდროულად, არსებობს პეტიციაც და დეპუტატების მიმართვაც, ისინი მზად არიან, ოთარ აბესაძესთავდებში დაუდგნენ“ - განაცხადა ნონა ფილაურმა საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. 

კითხვაზე, რამდენი დეპუტატი უდგება აბესაძეს თავდებში, ადვოკატი პასუხობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან როცა საუბარია დეპუტატზე, ერთიც საკმარისია.

ცნობისთვის, ოთარ აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს 1000 ადამიანი აწერს. ხელმოწერების მიღება, ამ დროისთვის, დასრულებულია.

შეგახსენებთ, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე