თბილისში, ცოლ-ქმარი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:31 | 15.01.2018
ნანახია: 945

თბილისში, ცოლ-ქმარი მოკლეს. გარდაცვლილები ავჭალაში, საკუთარ მაღაზიაში იპოვეს.

პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა მაღაზიის დაყაჩაღების დროს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის დადგენის მიზნით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე