45 წლის ქალი ცოლად კარიბის ზღვის მეკობრის მოჩვენებას გაყვა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 15.01.2018
ნანახია: 1307

ბრიტანელი ამანდა ტიგი ცოლად კარიბის ზღვის მეკობრის მოჩვენებას გაყვა. ამის შესახებ The Daily Mirror-ი წერს.

45 წლის ქალის ქმარი ვინმე ჯეკი გახდა, რომელიც რამდენიმე ასწლეულის წინ გარდაიცვალა. ამანდას თქმით, სწორედ ის გახდა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მთავარი გმირის - ჯეკ ბეღურას პროტოტიპი.

იმისათვის, რომ ქორწინებას კანონიერი ძალა ჰქონოდა, ქალმა დაიქირავა ნავი და საერთაშორისო წლებში ქორწინების ფიცი წაიკითხა. ამანდასთან ერთად ცერემონიას მისი ნათესავები და მეგობრებიც ესწრებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებს ახალდაქორწინებულმა განუცხადა, ეს ყველაზე საუკეთესო ურთიერთობა, რისი წარმოდგენაც კი შეეძლო.

2015 წელს ბრიტანელი სოფო ტენერი ცოლად გაყვა საკუთრ თვას.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ნურულ მაჰჯაბინ ჰასანი ემზადება ტეტრისთან ქორწინებისთვის, მანამდე კი მას ურთიერთობა ჰქონდა კალკულატორ პიერთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე