თალიბების თავდასხმას 7 პოლიციელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 15.01.2018
ნანახია: 786

სულ მცირე შვიდი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად.
მედიის ცნობით, ინციდენტი ფარაჰის პროვინციაში მოხდა. მებრძოლები თავს საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ.

პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, შეტაკების შედეგად დანაკარგი თალიბებმაც განიცადეს, თუმცა ლიკვიდირებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.  

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე