რუსეთის ჩარევა საქართველოსა და ევროპის სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში - "თაიმსი" აშშ-ის სენატის მოხსენებას აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 15.01.2018
ნანახია: 1160

„რუსეთის ჩარევა: დასკვნები აშშ-ის კონგრესის მოხსენებაში“ - ამ სათაურით დიდი ბრიტანეთის გაზეთ „თაიმსში“გამოქვეყნებულია აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის დემოკრატი წევრების მიერ მომზადებული მოხსენება, რომელშიც დოკუმენტურად არის დადასტურებული რუსეთის ჩარევა ევროპის 19 სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

სენატის წევრები აფრთხილებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლური დემოკრატიისათვის „ეგზისტენციურ საფრთხეს“ წარმოადგენს, ანუ იგი  დემოკრატიის არსებობას ემუქრება.

ევროპის 19 სახელმწიფოს შორის მოხსენიებულია საქართველო და უკრაინაც, რომელთა შესახებ ნათქვამია:

„2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საქართველოში შეჭრის დროს, ჩვეულებრივ სამხედრო ოპერაციებთან ერთად, პირველად განახორციელა კიბერშეტევა. მოსკოვმა იგივე სტრატეგია გაიმეორა უკრაინაშიც 2014 წელს, როცა ყირიმის ანექსია მოხდინა და აგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის დესტაბილიზებას. რუსეთმა განახორციელა მკვლელობები, დეზინფორმაცია, კიბერშეტევებივეპონიზაცია [იარაღის მიწოდება სეპარატისტებისთვის] და კორუფცია [მოსყიდვა], რათა ძირი გამოუთხაროს ორივე სახელმწიფოს სიმტკიცეს და მათ ძალისხმევას დასავლურ ინტიტუტებთან დაახლოებას, კერძოდ, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირებას“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე