ევროკავშირი მუხტარლის საქმეს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 11:20 | 15.01.2018
ნანახია: 909

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებ  ოფიციალურ განცხადებას ბრიუსელიც აქვეყნებს.  განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. მასში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის მიმართ  12 იანვარს  ბალაკანის სასამართლოს მიერ  გამოტანილმა    ვერდიქტმა  ადამიანის  ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის, აზრის გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი მედიისა და  აზერბაიჯანში კანონის  უზენაესობის კუთხით  სერიოზული კითხვები გააჩინა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან  აფგან მუხტარლის სავარაუდო გატაცების ფაქტი, რომელსაც შემდგომ  აზერბაიჯანში  მისი დაკავება მოჰყვა, დეტალურად და გამჭირვალედ უნდა იყოს გამოძიებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე