საია-ს თავმჯდომარე დუისში, სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:17 | 12.01.2018
ნანახია: 856

სოფელ დუისში საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო, როგორც ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციები, ასევე სხვა არსებული პრობლემები. 

,,ვფიქრობ, საჭიროა, რომ ხელისუფლებამ გასცეს სპეცოპერაციის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხები, ეს იქნება მედიის მხრიდან თუ აქ ადგილზე მოსახლეობისგან. ვურჩევ მთავრობას, ჩამობრძანდნენ ხეობაში და მოსახლეობისგან მოისმინონ პრობლემების და პოზიციის შესახებ. ვფიქრობ, საჭიროა ისეთი სახის ურთიერთობები, რაც გაზრდის ნდობას. ამ ეტაპზე საჭიროა რაც შეიძლება მოკლე დროში სპეცოპერაციის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე იქნას ობიექტურად გამოძიებული. ხალხმა და ამ ხეობამ მოკლე დროში უნდა იცოდეს სიმართლე“, - განაცხადა სულხან სალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე