რეფორმების გატარებისთვის შსს-სთან აქტიურად ვითანამშრომლებ - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:20 | 12.01.2018
ნანახია: 1261

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კითხვას გაეცეს სათანადოდ პასუხი, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი საქმე იყოს ბოლომდე გამოძიებული. ეს არის მათ შორის, ჩვენი საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციების ნაწილი და ამ ფუნქციების და უფლებამოსილების ფარგლებში, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩართული",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  პაატა პავლიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„ზოგადად, დახვეწას საჭიროებს ბევრი რამე, ამაზე საუბრობდა თავად შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ბატონ გიორგისთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, იმისთვის, რომ გატარდეს რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში და კიდევ უფრო დაიხვეწოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე