ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 16:29 | 12.01.2018
ნანახია: 977

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს გრიგოლ ბაკურაძეს საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით პატიმრობით შეუცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე ქუთაისში, ალ.ხახანაშვილის ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლეს - მ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით.

კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის მამას - დ.გ.-ს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში. სამართალდამცავებმა გ.ბ. 2018 წლის 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვე პუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა). სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს არის ჩანიშნული.

დეა გოშხეთელიანი მეუღლეს დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაშორდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე