„საქართველოს სალიზინგო კომპანია” ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს

საქართველო, თბილისი - 12:19 | 19.11.2015
ნანახია: 2733

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ (GLC), პირველი ქართული სალიზინგო კომპანია, მონაწილეობას იღებს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენაში. პირველად წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამოფენის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა ENAPRD (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის). გამოფენა 2015 წლის 18-20 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართება. „საქართველოს სალიზინგო კომპანია“-სთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე კომპანია.

 გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა/ დანადგარები. გამოფენას ასევე დაესწრებიან ფერმერები, „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ თანამშრომლები კი ადგილზევე გაუწევენ კონსულტაციას, ყველას ვინც დაკავებულია სოფლის მეურნეობით, რომ შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ტექნიკა/დანადგარები.

 „საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ლიზინგი როგორც ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ამ დროისთვის GLC-ის პორთფელს 18%-მდე აგროკულტურის დაფინანსება შეადგენს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანიამ 3 უმსხვილესი პროექტი დააფინანსა, რომლის ჯამური მოცულობა 3,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

GLC-ი ემსახურება როგორც კორპორაციულ კლიენტებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომელთა რიცხვიც მუდმივად მზარდია, რადგან ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ყველა სფეროში: სატრანსაპორტო და სამშენებლო ბიზნესი, სოფლის მეურნეობის სექტორი, სასოფლო სამეურენო და სამთომოპოვება, ქარხნები და საწარმოები, სამედიცინო თუ ესთეტიკური აღჭურვილობის სფერო, რესტორნის, საცხობისა და სასტუმროს აღჭურვილობის სფერო, ენერგეტიკა, დისტრიბუცია, პოლიგრაფია და საცალო ვაჭრობა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე