პუტინი დიანა ღურცკაიას სრულ ნდობას უცხადებს

საქართველო, თბილისი - 15:22 | 12.01.2018
ნანახია: 1485

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 ადამიანი დაარეგისტრირა. მათ შორის მომღერალი დიანა ღურწკაია, კარდეოლოგი ლეო ბოკერია და ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძეც მოხვდნენ.

სიაში ასევე არიან რუსი ტელეწამყვანი ვლადიმირ იაკუბოვიჩი, მომღერალი ლევ ლეშენკოდა სხვები. 

პუტინის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, ელენა შმელევამ თქვა, რომ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი 500-ს მიაღწევს. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, 600 ასეთი ადამიანი დაარეგისტრიროს. 

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს არის დანიშნული. საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2017 წლის 18 დეკემბერს დაიწყო. რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს კიდევ ერთხელ, მეოთხედ იყრის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე