ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 15:15 | 12.01.2018
ნანახია: 1265

„გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შესახებ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებას ეხიანება.

ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სოციალური ჯგუფი თუ ინსტიტუტი, მათ შორის არც საპატრიარქოც, რომელიც რაიმე ფორმით ამართლებს მოხმარების გამო ადამიანების საპყრობილეებში წლობით გამოკეტვას.

მისივე თქმით, მორიგი გამოცდა იქნება პარლამენტისთვის - აირჩევენ საღ აზრს, მეცნიერულ მიდგომას და ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილებას თუ დაემორჩილებიან ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მოწოდებას, რომელიც ლევან ვასაძის კონსპირაციულ თეორიებს და ირაციონალურ შიშებს ეფუძნება.

,,ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენ ხანსაც არ უნდა გაიწელოს ეს ცივილიზაციური კონფრონტაცია, კონკრეტულად ორი რამე დღესვე არის გარდაუვალი:

„მარიხუანაზე კონკრეტულად გვაქვს ახალი რეალობა და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. პოლიტიკის მიმართულება უკვე განსაზღვრულია. მარიხუანასთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დადო გადაწყვეტილება - ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან მარიხუანას მოხმარების გამო, რადგან ეს არის მისი თავისუფლების ნაწილი.

ცალკე თემაა მძიმე ნარკოტიკები, რომლის მოხმარების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა იჯდნენ, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სოციალური ჯგუფი თუ ინსტიტუტი, მათ შორის არც საპატრიარქოც, რომელიც რაიმე ფორმით ამართლებს მოხმარების გამო ადამიანების საპყრობილეებში წლობით გამოკეტვას.

მინიმუმ ეს არის გასაკეთებელი ახლავე. დღესვე. ელემენტარული საღი აზრის საკითხია", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ცნობისთვის, საპატრიარქოს აზრით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს"

,,საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ არასოდეს უჭერდნენ მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას", -  ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე