რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ Facebook-ისგან - ცუკერბეგი განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 12.01.2018
ნანახია: 1755

Facebook-ზე ცვლილებები იგეგმება, ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

ამიერიდან Facebook უფრო და უფრო ნაკლებ პოსტებს გიჩვენებთ გვერდებიდან (Pages) და პრიორიტეტს მეგობრების პოსტებს მიანიჭებს.

მარკ ცუკერბერგმა ამის შესახებ გუშინ განაცხადა და მიზეზად უსარგებლო ინფორმაციით გადატვირთული ნიუს ფიდი დაასახელა, რომელიც ამ ბოლო დროს უინტერესო პოსტებით თავს აბეზრებს მომხმარებლებს.

თუ რომელიმე გვერდისთვის თვალის მიდევნება გინდათ, მაშინ აღნიშნული გვერდი გამოწერილი უნდა გქონდეთ და აქტიურ ინტერაქციაში იყოთ მასთან (პოსტების დალაიქება, კომენტირება, გაზიარება), რათა ფეისბუქმა ჩათვალოს რომ აღნიშნული გვერდი გაინტერესებთ და არ შეწყვიტოს მათი პოსტების თქვენთვის ჩვენება,“ - განაცხადა ცუკერბერგმა.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე