აფგან მუხტარლის საქმის განხილვა აზერბაიჯანში დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:33 | 12.01.2018
ნანახია: 821

აზერბაიჯანში დღეს ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმის განხილვა გაიმართება. მუხტარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ბელაქანის რაიონული სასამართლო საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელი პროცესის შემდეგ კი, ადვოკატის ვარაუდით, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე