სანამ ორ კორეას შორის დიალოგი გაგრძელდება, ვაშინგტონი ფხენიანზე იერიშს არ მიიტანს - ტრამპი

საქართველო, თბილისი - 18:40 | 11.01.2018
ნანახია: 932

სანამ ორ კორეას შორის დიალოგი გაგრძელდება, ვაშინგტონი ფხენიანზე იერიშს არ მიიტანს.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჩჟე ინის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნ ჩჟე ინმა აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სამხედრო იერიშს არ მიიტანს კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ გაგრძელდება დიალოგი ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის.

პრესსამსახურის თანახმად, ტრამპმა თავადაც გამოთქვა ფხენიანთან მოლაპარაკების მზადყოფნა. 9 იანვარს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამთავრობო დელეგაციებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი მოლაპარაკება გამართეს დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სოფელ პანმუნჯომში.

 მოლაპარაკების შემდეგ ფხენიანმა გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის სამხრეთ კორეაში გაგზავნის თავის სპორტსმენებს, მათი მხარდამჭერების ჯგუფსა და მაღალჩინოსანთა დელეგაციას. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 9-25 თებერვალს უმასპინძლებს სამხრეთ კორეის ქალაქი პიონჩანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე