საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 19.11.2015
ნანახია: 1609

 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2015 წლის 4 დეკემბერს 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.

სხდომაზე, უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე