თხილის ექსპორტიორებისთვის 2018 წლიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულოა

საქართველო, თბილისი - 18:06 | 11.01.2018
ნანახია: 1249

ბიზნესოპერატორი, რომელიც  ექსპორტისთვის განკუთვნილი გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას ახორციელებს, ვალდებულია  საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების  (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა დანერგოს. აღნიშნული ცვლილება თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში 2017 წლის ივნისში შევიდა და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის,  ტექნიკურ რეგლამენტთან ან დეკლარირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6136.pdf

აღნიშნულ  ცვლილებას წინ  უძღოდა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და საკითხის აქტიური   განხილვა. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქართული თხილის ხარისხის ამაღლებას და ევროკავშირის ბაზარზე მის პოპულარიზაციას.

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული  მართვის სისტემაა, რომელიც    სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას  გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე