ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი 10 წლის შემდეგ რუსეთს შეუერთდება

საქართველო, თბილისი - 16:21 | 11.01.2018
ნანახია: 1411

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ათი წლის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთდება.

„დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება, ჩვენ სხვა ისტორიული გზა არ გვაქვს“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“  სეპარატისტების ლიდერმა. მისი თქმით, ათი წლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხედავს, მისივე თქმით, აუცილებელია ოსი ხალხის გაერთიანება.

„აქ, ვფიქრობ არანაირი ეჭვი არ არსებობს. საჭიროა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში განვითარება და ამ ულამაზესი ფაზლის ნაწილად ყოფნა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ქვია“, - აღნიშნა ოსი სეპარატისტების ლიდერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე