სასტუმრო Ritz-ის საიუველირო მაღაზიიდან მოპარული ძვირფასეულობის ნაწილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 11.01.2018
ნანახია: 805

ფრანგმა პოლიციელებმა პარიზის სასტუმრო Ritz-ის საიუველირო მაღაზიიდან მოპარული ძვირფასეულობისა და ძვირფასი საათების ნაწილი იპოვეს.

მედიის ცნობით, მოპარული სამკაულები იმ ადგილის სიახლოვეს იპოვეს, სადაც ძარცვა მოხდა. სავარაუდოდ ის მძარცველმა გაქცევის დროს დაკარგა.

მედიისვე ცნობით, პარიზიდან 15 კმ-ში პოლიციელებმა აღმოაჩინეს დამწვარი ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ კიდევ ერთი მძარცველი მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთმა ნაჯახებით შეიარაღებულმა პირმა სასტუმროში განთავსებული საიუველირო მაღაზიის ვიტრინა გატეხა და 4 მლნ ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა.

ძარცვის შემდეგ პოლიციამ მალე სამი მამაკაცი დააკავა, ორმა კი მიმალვა მოასწრო.

პარიზის იმ რაიონში, სადაც სასტუმრო Ritz-ი და იუსტიციის სამინისტრო მდებარეობს, 2014 წელს საიუველირო მაღაზიების თავხედური ძარცვის სერია მოხდა, რის შემდეგაც ამ რაიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე