ძლიერი ქარისა და თოვის გამო ასტანის საავტომობილო გზებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 15:25 | 11.01.2018
ნანახია: 854

ძლიერი თოვისა და ქარის გამო ყაზახეთის დედაქალაქ ასტანასთან მდებარე საავტომობილო გზებიდან 70 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი გამოიყვანეს.  

უამინდობის გამო ასტანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არ მუშაობს აეროპორტი, სკოლასა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში შეწყვეტილია სწავლა. დაკეტილია ქალაქიდან გასასვლელები.

ძლიერი თოვისა და ქარის შედეგად მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არებობს, მაგრამ დაზიანებულია ავტომობილები და სახლები. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 200 ადამიანი და 40 ერთეული სპეცტექნიკა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე