ასანჟი ეკვადორის მოქალაქე გახდა

საქართველო, თბილისი - 15:16 | 11.01.2018
ნანახია: 724

WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ სამხრეთ ამერიკული გამოცემა El Universo წერს.

მედიის მტკიცებით, 2017 წლის 21 დეკემბერს ასანჟის სახელზე დოკუმენტი მომზადდა.

ქვეყნის საგადასახადო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პასპორტი ეკუთვნის ადამიანს, რომლის სახელიცა და გვარიც WikiLeaks-ის დამფუძნებლის მონაცემებს მთლიანად ემთხვევა.

ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოსცა სპეციალური რელიზი, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება პასუხს არ აგებს ჭორებზე ან ამ საქმესთან დაკავშირებულ დამახინჯებულ ფაქტებზე.

თავად ასანჟს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა Twitter-ში გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელზც მას ეკვადორის დროშის ფერებით გაფორმებული მაისური აცვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე