თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 14:36 | 11.01.2018
ნანახია: 816

პანკისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

19 წლის გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, დაკრძალვამდე სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს. 

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. ის წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გუშინ 10 იანვარს კი გულის გაჩერების 4 ეპიზოდის დაფიქსირების შემდეგ გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე