დევიდ ბექჰემი მამაკაცთა კოსმეტიკის ბრენდს გამოუშვებს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:00 | 11.01.2018
ნანახია: 1149

42 წლის დევიდ ბექჰემი მამაკაცთა კოსმეტიკის ბრენდს House 99-ს გამოუშვებს. 2018 წლის მარტში მარკას ბექჰემი და კოსმეტიკური კომპანია L’Oreal Luxe წარადგენენ.

ბექჰემს თავისი ბრენდისთვის სახელი შემთხვევით არ შეურჩევია. სიტყვა house-ის ქვეშ ფეხბურთელი თანამოაზრეებს გულისხმობს, რომლებისთვისაც მათი იმიჯი სულერთი არ არის. რიცხვი 99 უკავშირდება დევიდისა და ვიქტორიას ქორწინების, ასევე მათი უფროსი ვაჟის ბრუკლინის დაბადების წელს.

კოსმეტიკურ ნაკრებში შევა მოვლის 21 საშუალებ - ბალზამი წვერისთვის, დამატანიანებლი კრემები, ტუჩსაცხები და სხვა.

House 99-მა დღეისათვის პოპულარული ბარბერშოპის ესთეტიკა შეარჩია, რასაც მოწმობს „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ბრენდის ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია ბეტონის კედლები, მამაკაცის მოდური წვერი და ტატუ.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე