მოხუცებულთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 11.01.2018
ნანახია: 917

ცამეტი ადამიანი, მათ შორის ხუთი პოლიციელი დაშავდა მადრიდში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

გამოცემა Pais-ის ცნობით, ხანძრის გამო 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა, საიდანაც მთელს შენობაში გავრცელდა.  

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულ პოლიციელებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე