პარიზის სასტუმრო Ritz-ში საიუველირო მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 11.01.2018
ნანახია: 819

შეიარაღებულმა პირებმა პარიზის ცნობილ სასტუმრო Ritz-ში საიუველირო მაღაზია გაქურდეს. მათ რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების საიუველირო სამკაულები და ძვირფასეულობა წაიღეს.

 „ფრანს პრესის“ ცნობით, ნაჯახებით შეიარაღებულმა ხუთმა მამაკაცმა მაღაზიის ვიტრინა გატეხა.

პილიციის ინფორმაციით, სამი მძრაცველი დააკავეს, ორმა კი მიმალვა შეძლო.

ჯერჯერობით უცნობია, დაიბრუნა თუ არა პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობა, რომლის საერთო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 4 მლნ ევროს აჭარბებს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Ritz-ი სენას მარჯვენა სანაპიროზე ვანდომის მოედანზე მდებარეობს. მის მეზობლად მდებარე შენობაში კი საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროა განთავსებული.

გაზეთ Le Parisien-ის ცნობით, მძარცველები პატრულის გამოჩენამ შეაშინა, თუმცა ორმა დამნაშავემ გაქცევა მაინც მოახერხა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ამ რაიონში პოლიციის პატრულირებაა გაძლიერებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე