სერენა უილიამსი ქალიშვილთან ერთად Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 11.01.2018
ნანახია: 1174

მსოფლიოს ექს-პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა თავის თაყვანისმცემლებს ნამდვილი სიურპრიზი გაუკეთა - ის თავის ოთხი თვის ქალიშვილთან ალექსის ოლიმპიასთან ერთად ჟურნალ Vogue-ის თებერვლის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა. თავისი სიხარული ახალგაზრდა დედამ Instagram-ზე გააზირა და ფოტოსესიის კადრი გამოაქვეყნა.

 „როდესაც პირველად გადავშალე Vogue, თვალებზე ცრემლები მომადგა. ამ ჟურნალის ყველა გარეკანი განსაკუთრებულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩემი ლამაზი ქალიშვილი ოლიმპია ყევლაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი გახდა, მაბედნიერებს. ამ დღეს ვერასდროს დავივიწყე“ - აღნიშნა სერენამ.

გამოცემასთან ინტერვიუში უილიამსმა თავისი მშობიარობის შემდგომი რთული პერიოდის შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვის დაბადების შემდეგ სპორტსმენს ემბოლია დაუდგინდა. საბედნიეროდ ექიმებმა სისხლდენა შეუჩერეს. პირველ დღეებში სერენა დედის როლს ვერ ეგუებოდა. ჩოგბურთელი აღიარებს, რომ თავს უსუსურად გრძნობდა.

 „მე გავტყდი. იყო დღეები, როდესაც ვბრაზდებოდი, როდესაც ბავშვი ტიროდა. შემდეგ კი ამას ვნანობდი და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. გამუდმებით ჩემს თავს ვეკითხებოდი: „რატომ ვბრაზობ, როდესაც ასეთი მშვენიერი ბავშვი მყავს?“ - აღნიშნა ჩოგბურთელმა გამოცემასთან ინტერვიუში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე