თბილისი მიმდინარე წელს სანახავ მსოფლიოს შვიდ საუკეთესო ქალაქთა რიცხვში დასახელდა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 11.01.2018
ნანახია: 2334

ჟურნალ ,,The Spaces”-მა თბილისი მიმდინარე წელს სანახავ მსოფლიოს შვიდ საუკეთესო ” დიზაინ-ორიენტირებულ” ქალაქთა რიცხვში დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„რატომ? ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში რაღაც მოხდა, რის შედეგადაც "ლისბონ 2018"-ის ტიტული ერგო. ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდის ცენტრი ხდება. ახლად არჩეული ქალაქის მერი - ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძეა - ქალაქს მომავალ წელს $ 334 მლნ ბიუჯეტი ექნება, რომელიც ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირდება.

საუკეთესოა: Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული, ტექნო მუსიკა, ღვინო.

ახალი კულტურული სცენა: Twin Peaks-ისა და Mulholland Drive-ის დირექტორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ნოემბერში თბილისს ეწვია და კინემატოგრაფიული ინსტიტუტის გახსნის თაობაზე ისაუბრა",- წერს CNN-ი.

საქართველოს გარდა, ასევე დასახელდა: კანადა, ომანი, შოტლანდია,პარიზი, იაპონია და მექსიკა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე