შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი 2 ინსპექტორ-გამომძიებელის დაკავების ფაქტს ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 11:28 | 11.01.2018
ნანახია: 851

შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირი რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის დაკავების ფაქტს ეხმიანება. მისი თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

,,საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება", - აცხადებს ბექა დოჭვირი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე