საქმის მასალებით დადასტურებულია, ბრალდებულთაგან, რომელმა რა მოქმედება განახორციელა - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 18:30 | 10.01.2018
ნანახია: 1213

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სასამართლომ ორივე მხარის მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია.

საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები, სასამართლომ კანონიერი გზით მიიჩნია და აღნიშნა, რომ  ამ მტკიცებულებების მოპოვებისას არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით.

,,არსებითი განხილვის სტადიაზე, დარწმუნებული ვარ, ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურდება"- განაცხადა პროკურორმა. 

დარწმუნებულია თუ არა, რომ დავით სარალიძეს 12 ჭრილობა ერთმა ბრალდებულმა მიაყენა, პროკურორი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, ბრალდებულთა იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ, ასევე, ვერ მოვახდენ მათი ქმედების აღწერილობას, თუმცა შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ ბრალდებულთაგან კონკრეტულად რომელმა რა მოქმედება განახორციელა, რასაც ორი მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა, აღნიშნული დადასტურებულია საქმის მასალებით, გამოძიების მიერ ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი", - განმარტავს პროკურორი. 

ცნობისთივს, საქმის არსებითი განხილვა 22 იანვარს 11 საათზე დაინიშნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე