საქართველოს მოქალაქეს იტალიაში მატარებელი დაეჯახა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 18:19 | 10.01.2018
ნანახია: 945

საქართველოს მოქალაქეს, 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს იტალიის ქალაქ ნატურნოში მატარებელი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ღამით ლიანდაგებზე მიდიოდა. მემანქანემ ის გვიან შენიშნა და დამუხრუჭება ვერ მოასწრო. იტალიელმა სამართალდამცველებმა თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხეს.

საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საკონსულოში შეტყობინება შესულია. მათივე ცნობით, საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ პოლიციასთან და ოჯახის ახლობელთან. როგორც კი დასრულდება პროცედურები, დაიწყება გადმოსვენებაზე მუშაობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე