შსს-მ ზვიად კუპრავას ცემაში ბრალდებული დააკავა

საქართველო, თბილისი - 17:30 | 10.01.2018
ნანახია: 839

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მათ 1970 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

„პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული გ. დ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს“, – აღნიშნავენ შსს-ში.

ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, ზვიად კუპრავას მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა და პოლიციის დახმარებას ითხოვდა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კუპრავამ აცნობა, რომ მეზობელმა – გ.დ.-მ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ავტომანქანა დაუზიანა. საპატრულო პოლიციის და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს ზვიად კუპრავამ თავდაპირველად დახმარებაზე უარი განუცხადა. მან, ასევე, გამოიძახა სასწრაფო დახმარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე