ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:23 | 10.01.2018
ნანახია: 987

10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.5778 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5803 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.25 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0892 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0775 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6774 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.4898 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 იანვარიდან  შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე