ბრიტანელი მხატვარი ჭუჭყიან მანქანებზე საოცარ ნახატებს ქმნის (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 16:40 | 10.01.2018
ნანახია: 1500

ბრიტანელი ინჟინერი ჯეიმს გიბსონი ჭუჭყიან თეთრ მანქანებზე საოცარ ნახატებს ხატავს. ნამუშევრების შესაქმნელად მას რამდენიმე საათი სჭირდება.

ავტომობილებზე დახატული ცნობილი ადამიანების პორტრეტები და კადრები ფილმებიდან ინგლისში ქალაქ ჰარიჯში გამოჩნდა.

„კარგია თუ ამინდი მშრალი და ნაკლებად ნესტიანი იქნება. მანქანებზე ხატვით ერთი წელია რაც დაკავებული ვარ და დაახლოებით რვა ნამუშევრის დახატვა მოვასწარი. თავიდან უბრალოდ სტრესს ვიხსნიდი, ეს მართლაც მეხმარება - შემიძლია სამუშაოში მთელი არსებით გადავეშვა“, - ამბობს გიბსონი. მისი თქმით, ზოგიერთი ნახატი ქალიშვილის თხოვნით შექმნა.

მხატვარი ხატავს თითებით, ასევე იყენებს ქალიშვილის მაკიაჟის ღრუბლებს, მუყაოს ნაჭრებსა და კბილის საწმენდ ჩხირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე