ბერნარდ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას კონსულტაციებს გაუწევს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 19.11.2015
ნანახია: 1751

ქართულ ჯანდაცვის სისტემას კონსულტაციებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბერნარდ კუშნერი გაუწევს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კუშნერი პროფესიით ექიმია და საქართველოს საკონსულტაციო ბორდის თავმჯდომარე გახდა. 

''ბატონ ბერნარდ კუშნერს საქართველოში კარგად იცნობენ, რადგან მან უდიდესი მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს როგორც 2008 წელს, ისე ზოგადად, თუმცა ბევრისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ ის განათლებით ექიმია და მას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში უდიდესი პროექტები აქვს განხორციელებული. ბატონი ბერნარდ კუშნერი გახდა ჩვენი საკონსულტაციო კომპანიის ბორდის თავმჯდომარე, რაც დამატებით უდიდესი მხარდაჭერაა. მისი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ხვალ და ზეგ განვიხილოთ ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგია და მასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ის სამედიცინო საზოგადოებას და სტუდენტებსაც შეხვდება'', - განაცხადა სერგეენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე