თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 10.01.2018
ნანახია: 917

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, გამთენიისას პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადაჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, გუშინ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის თურქეთის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდებოდა.

ცნობისთვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე