პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დანიშნა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 09.01.2018
ნანახია: 829

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა.

ანა ნაცვლიშვილი 2014 წლიდან 2017 წლის მიწურულამდე ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით იურისტია. 2012 წელს ნაცვლიშვილმა დიდ ბრიტანეთში, ენექსის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში მაგისტრის ხარისხი მიიღო. “საიას” თავმჯდომარეობამდე კი ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის პოსტს იკავებდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ, 8 იანვარს, უკვე ყოფილი მდივანი ანა დოლიძე გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას 2016 წლის ივნისიდან ასრულებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე