მიხეილ გიორგაძე: სირცხვილია სახელმწიფო უწყების მიმართ ასეთი არაადეკვატური განცხადების გაკეთება

საქართველო, თბილისი - 10:32 | 19.11.2015
ნანახია: 1531

სირცხვილია აუდიტის სამსახურის მიერ არაადეკვატური განცხადებების გაკეთება, - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ. საუბარია, აუდიტის მიერ გაკეთებულ დასკვნაზე, რომლის მიხედვით, სამინისტროს თანამშრომლებმა 1500%-ით მომატებული დანამატები აიღეს.

„ჩემი ღრმა რწმენით, საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან. აბსოლუტურად არაადეკვატური ანალიზი იყო გაკეთებული. ეს ანალიზი სიტუაციას წარმოაჩენდა იმგვარად, თითქოს ჩვენი ანაზღაურება გაიზარდა. თუ ეს ასეა დღეს მე 50 ათასზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს, რაც ნამდვილად არ მაქვს. მე ბატონი ლაშა თორდიას ადგილას იმ თანამშრომლებს, ვინც ასეთ ანგარიშს მომაწოდებდა მინიმუმ სამსახურიდან გავათავისუფლებდი. ვფიქრობ, სირცხვილია სახელმწიფო უწყების მიმართ ასეთი არაადეკვატური განცხადების გაკეთება“,- განაცხადა გიორგაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე