ოჯახის წევრები თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანულ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 18:10 | 08.01.2018
ნანახია: 809

ოჯახის წევრები თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანულ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. დაჭრილი პაციენტის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ  გერმანული კლინიკა მზადაა მიიღოს პაციენტი, თუმცა საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით შეფერხდა. ის აცხადებს, რომ ვერ ახერხებს უწყებასთან დაკავშირებას საკითხის გარკვევის მიზნით.

პაციენტის ოჯახის ადვოკატი ჯანდაცვის სამინისტროსგან იმ კლინიკებთან მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოითხოვს, რომელთანაც უწყება კონტაქტობს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ კილინკების შერჩევის პროცესი გრძელდება.

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან  ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკის მოძიება საზღვარგარეთ. თავდაპირველად, ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, თუმცა პაციენტის ოჯახი აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდა,”- ნათქვამია კანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე