საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკო 39 136 784 ლარს დახარჯავს

საქართველო, თბილისი - 18:06 | 08.01.2018
ნანახია: 846

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 39 136 784 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

აქედან შრომის ანაზღაურებაზე 16 917 163 ლარი დაიხარჯება. არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება - გადამზადებისთვის კი  1 002 300 ლარია გამოყოფილი. საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი  2 242 850 ლარი იქნება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე