ნაძალადევის რაიონში დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 17:49 | 08.01.2018
ნანახია: 781

ნაძალადევის რაიონში, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. საყვირის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში, სადაც 182 ოჯახი ცხოვრობს, სადარბაზოები მოწესრიგდა.

მერიის ინფორმაციით, 2017 წელს, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს კეთილმოწყობის მიზნით, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სულ 257 პროექტი განხორციელდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო 475 სადარბაზოში შესრულდა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლიფტებს და კიბეებს, გამოიცვალა წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელი და წყალსაწრეტი მილები, დამონტაჟდა მეტალის კარები და სენსორული განათება, გარდა ამისა, ჯამში 50 083 კვადრატულ მეტრ ფართობზე კორპუსის სახურავები შეიცვალა.

გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 794 421 ლარი გამოიყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების თანადაფინანსება 2018 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე