გიორგი აბაშიშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახს გადასცა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 08.01.2018
ნანახია: 1040

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, რომლითაც კონსტანტინე ზალდასტანიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა, დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახს გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით კონსტანტინე ზალდასტანიშვილი სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.

გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანთან და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივან თენგიზ ფხალაძესთანერთად კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა ოჯახის მიმართ და მადლიერება იმ სამსახურისათვის, რომელიც კოტე ზალდასტანიშვილმა გაუწია სახელმწიფოს განვითარების საქმეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე