ნიკა გვარამია: სუს-ი მისმენს და მითვალთვალებს

საქართველო, თბილისი - 17:44 | 18.11.2015
ნანახია: 1806

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სამართალდამცველები მასზე მოსმენასა და თვალთვალს ახორციელებენ. ამის შესახებ გვარამია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

“მოკლედ, მეგობრებო, უტყუარად შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სუსის და პროკურატურის შუამდგომლობა და გასცა სანქცია ჩემს მოსმენაზე და თვალთვალზე ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, ვაიბერით. ასე რომ, თუ ისეთი რამის თქმა მოგინდებათ ჩემთვის, რაც არ გინდათ რომ ხელისუფლებამ გაიგოს, ყურში მითხარით.

p.s. ასევე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან რამდენიმე ადამიანის ვაიბერის მოსასმენად, მათ შორის, დავით ბაქრაძის, ირაკლი ალასანიას, გიგა ბოკერიას. ცხადია, ჩემიც,” – წერს გვარამია “ფეისბუქზე”.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე