როგორ უნდა ჩავიცვათ 2018 წელს - პრაქტიკული რჩევები ქალბატონებს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 29.12.2017
ნანახია: 1650

10 ტენდენცია, რომელიც 2018 წელს მოდაში აღარ იქნება:

  1. უარი უნდა თქვათ ე.წ კუბოკრულ სამოსზე და მუქ პრინტზე.

მის ნაცვლად ჩაიცვით უფრო ნათელ ფერებში დაპრინტული სამოსი - მსგავსი ფაქტურის სამოსი შემოდგომის ტრენდიც გახლავთ, მაგრამ განსაკუთრებით აქტუალური ის 2018 წელს გახდება.

  1. აღარ იქნება მოდური თასმებით შეკრული კორსეტის სტილის ქამარი.

მის ნაცვლად მოდაშია ჩვეულებრივი ქამარი, რომელიც სილუეტს დახვეწილობას მატებს -ეს არის კლასიკური ქამარი, რომელიც შეგიძლიათ სამოსის ფერს შეუსაბამოთ.

  1. უარი უნდა თქვათ ისეთ ვარდისფერზე, რომელიც 90-იან წლებში იყო მოდური- ტენდენცია 2017 წელს კვლავ დაბრუნდა და ქეით მიდლტონსაც კი ეცვა ასეთი ფერის სამოსი წელს, თუმცა 2018-ში ის აქტუალობას დაკარგავს. მომდევნო წელს გარდერობში ახალი ფერების შეტანა დაგჭირდებათ.

სჯობს, სცადოთ ლავანდისფერი სამოსი - ეს ფერი 2018 წელს განსაკუთრებით მოდური იქნება. ეს მართლაც უმშვენიერესი ფერი თქვენს გარდერობს გაახალისებს და გაზაფხულის ფერებს შემატებს.

  1. მოდაში აღარ იქნება წელზე შემოხვეული ჩანთები- ეს ნამდვილად პრატიკული აქსესუარია, თუმცა აქტუალობას კარგავს.

მის ნაცვლად მოდაშია ფოჩებიანი ჩანთები, რომლის მსგავსიც, სხვათაშორის, 2015-2016 წლების ტრენდი იყო - მოდის სახლები „დიორი“ და „ფენდი“ სწორედ ასეთი დიზაინის ჩანთებს სთავაზობენ ქალებს. შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფერი, თუმცა ჩანთა უნდა იყოს საშუალო ზომის.

მის ნაცვლად მოდაში შემოდის „მამიკოს ფეხსაცმელები“ - ამ ფეხსაცმელს მამაკაცური ფეხსაცმლის ვიზუალი აქვს, თუმცა თუ მხიარული ფერადით გაფორმებულზე შეაჩერებთ არჩევანს, ვფიქრობთ, მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება. ასეთი ფეხსაცმელებით საზოგადოებაში უკვე გამოჩნდნენ სუპერმოდელები, მათ შორის, ბელა ჰადიდი და კაია გერბერი. თავდაპირველად, ასეთი ფეხსაცმელი ქალებს „ბალენსიაგამ“ შესთავაზა და სხვა ბრენდებმა - „პრადამ“, „რიბოკმა“ მალევე გამოუშვეს მისი ადაპტირებული ვარიანტები.

  1. მოდაში აღარ იქნება დაბალ ყელზე ტყავის ფეხსაცმელი- ისეთი, როგორიც ფოტოზეა აღბეჭდილი.

2018 წელს მოდაში იქნება ფეხსაცმელი სხვადასხვა ყვავილებიანი და ფერადი პრინტებით,რომელიც თქვენ ვიზუალს უფრო მხიარულს გახდის.

  1. მოდიდან გადადის სპორტული ქურთუკები ელვა შესაკრავით,რომელიც ფერადი და სხვადასხვა ფორმის ნახატებით იყო დაპრინტული.

მას 2018 წელს ჩაანაცვლებს კლასიკური სტილის პიჯაკი.

  1. თავი უნდა დაანებოთ ყურზე ბევრი საყურის გაკეთებას -2018 წელს ასეთი სტილი მოდაში აღარ იქნება.

მოდაში იქნება დიდი ზომის საყურეები, რომლის შექმნის ინსპირაციის წყაროც დიზაინერებისთვის 80-იანი წლების მოდა გახდა - ზოგადად, მოდაში დიდი ზომის სამკაული იქნება.

  1. მოდიდან გადადის დეკოლტე მაისურები- ისეთი სამოსი, რომელშიც მხრები ჩანს. მართალია, ეს სტილი ბევრს ძალიან მოსწონს, მაგრამ უკვე დროა რაღაც შეიცვალოს.

ასეთ სამოსს 2018 წელს ფარფლებიანი სამოსი ჩაანაცვლებს - ისეთი, როგორიც ფოტოზეა აღბეჭდილი. 2018 წლის ქალს მსგავსი ტანსაცმელი რომანტიზმს შემატებს.

  1. მოდაში აღარ იქნება ცალ მხარეს გადაწეული ჯინსის სამოსი.

ჯინსი, რა თქმა უნდა, აქტუალობას 2018 წელსაც არ დაკარგვას - მოდაშია ჯინსის შარვალზე ჯინსის მოსაცმელი, რომელსაც შეგიძლიათ შესაბამისი ფერის ფეხსაცმელი შეუხამოთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე