ლარის ახალი კურსი

საქართველო, თბილისი - 17:26 | 29.12.2017
ნანახია: 1147

29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.5922 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6131 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.09 თეთრი შეადგინა.                              

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1044 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1169 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.25 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6874 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.5005 ლარი ეღირება.                                                                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 დეკემბრიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე