კრიშტიანუ რონალდუ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

საქართველო, თბილისი - 16:13 | 29.12.2017
ნანახია: 1569

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ  2017 წლის ევროპის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ამის შესახებ ესპანური გუნდის საიტზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი.

საუკეთესო სპორტსმენად 32 წლის რონალდუ 26 საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მიერ დასახელდა. მან უკან ჩამოიტოვა „ფორმულა-1“-ის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰემილტონი, ჩოგბურთელები რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი. რონალდუ უკვე ზედიზედ მეორე წელია ევროპის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოს მფლობელია.

2017 წელს კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვება მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონატში, გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის სუპერთასისა და უეფას თამაშებში. დეკემბერში პორტუგალიელ ფეხბურთელს „ოქროს ბურთი“ გადაეცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე