საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია 26-მა ქვეყანამ მოახდინა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 18.11.2015
ნანახია: 2056

ამ დროისთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის 28 ქვეყნიდან, 26-მა მოახდინა.

რატიფიკაცია უკვე მოახდინა: დანიამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, მალტამ, სლოვაკეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა, შვედეთმა, ხორვატიამ, ირლანდიამ, ჩეხეთმა, ფინეთმა, პორტუგალიამ, დიდი ბრიტანეთმა, კვიპროსმა, სლოვენიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ავსტრიამ, ესპანეთმა, საბერძნეთმა, გერმანიამ, ლუქსებურგმა,  პოლონეთი.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს მოაწერა. ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს. ხოლო საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე- 2011 წლის დეკემბერში).

მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DC FTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. ასოცირების შესახებ შეთანხმება 1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე